суббота, 4 апреля 2015 г.

ქეთევან მჭედლიშვილის პროექტის სანახავად იხილეთ ბმული 





https://drive.google.com/folderview?id=0ByIEkclupe-KfnhHVTVIRS1KeGdpb2ZoS2l1dk4zS3Nub1ZhNHF0eFRuQjU3TjRlZmd4bjQ&usp=sharing
ტრენინგის მე-9 დღე
ტრენინგის მე-8 დღე

 განვიხილეთ მე-7 მოდული. რაც ითვალისწინებდა კიტხვების დასმას მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარაიბის წახალისებისათვის. გავარჩიეთ როგორ შევქმნათ ფასილიტაციის რესურსი. გადავამოწმეთ საპრეზენტაციო მასალა, მოვემზადეთ მომდევნო დღისთვის
ტრენინგის მე-7 დღე
დღეს განვიხილეთ მოდული 5 , ვისაუბრეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსსწავლეთა პროექტები. გავეცავით შეფასების გეგმას, შეფასების ფორმებს,რა პრინციპით უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ვისაუბრეთ მოსწავლეთა შეფასების ფორმებზე, იმაზე რომ საჭიროა პერიოდულად მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების გადახედვა. სასწავლო პროექტებისგადახედვა.
ვისაუბრეთ რეფლექსიის მნიშვნელობაზე. ვნახეთ გარდნერის პრეზენტაცია.
ტრენინგის მე-6 დღე

ვისწავლე გუგლდრაივის გამოყენება და მასალების ატვირთვა გუგლდრაივზე. თუკი აქამდე ეგრეთწოდებული ,, ფლეშკის" მეხსიერების სიმცირის გამო მიწევდა ჩემი და მოსწავლეების მიერ შექმნილი მასალების წაშლა რაც მიქმნიდა დიდ დისკომფორტს, დღეიდან შემიძლია შევინახო გუგლდრაივის საშუალებით ყველა ჩემთვის ღირებული მასალა, რაც ძალიან მახარებს.
ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე. განვიხილეთ., გავიაზრე, დავგეგმე როგორ გამოვიყენებ ინტერნეტს ჩემი პროექტისთვის. დავინახე როგორ დამეხმარება ინტერნეტის გამოყენება 21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებაში.
დავათვალიერეთ მოსწავლეების ნამუშევრები და განვიხილეთ ისინი. დავფიქრდი, გავაანალიზე როგორ დამეხმარება ეს ნაშრომები მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში.
პროექტის გეგმაში შევიტანე გარკვეული ცვლილებები.



суббота, 14 марта 2015 г.

                                                                     ტრენინგის 5 დღე

ძალიან შრომატევადი დღე იყო.. დავამუშავე და გავიაზრე ელექტრონული წიგნის მეორე და მესამე მოდული.. განსაკუთრებული სიახლე იყო ჩემთვის საავტორო უფლებები დაცვის ზოგიერთი ნიუანსი . გავნიხილეთ პროექტში მუშაობისას უკუკავშირის მნიშვნელობა. გავაკეთე სლადშოუს მონახაზი ჩემი პროექტისთვის. მომავალში ეს აუცილებლად დამეხმარება პრეზენტაციების დამუშავებასა და წარდგენაში.გავიხსენე ვორდზე მუშაობის მივიწყებული ზოგიერთი ნიუანსი.
მივდივარ დაღლილი ..თუმცა კმაყოფილი.
 ტრენინგის 4 დღე

დღევანდელი დღე ძალიან საინტრიმარტაერესოდ წარიმართა